pirveli qarTuli internet radio

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მოწოდება

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისსტუდენტთა თვითმმართველობა და სტუდენტთა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები საქართველოში ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას#აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის. 

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში  დაგეგმილია საინფორმაციო ბროშურების გავრცელება,  საჯარო შეხვედრების ჩატარება.  კამპანიაში ჩაერთვებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რეზიდენტები,  მკვლევარები, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. 

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები კამპანიაში#აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთსხვა უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 40%-ზე მეტი  უკვე  ვაქცინირებულია; ისინი კოვიდ-პანდემიის დაწყებიდან დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი კოვიდ-კლინიკების, კოვიდ-სასტუმროებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქოლცენტრების მუშაობაში.

 ჩვენი, სამედიცინო სფეროს  ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენლების, მოქალაქეობრივი და პროფესიული  ვალდებულებაა  უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა და დღეს ეს გზა ვაქცინაციაზე გადის.

 #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის
#ჩაერთე 2021 წლის  ივლისსა  და აგვისტოში მასობრივი ვაქცინაციის კამპანიაში
#ვაქცინა გვიცავს

 თსსუ-ისსტუდენტთათვითმმართველობა
ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობა
ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობა
ევროპის სტომატოლოგ სტუდენტთა ასოციაციისსაქართველოს წარმომადგენლობა
მსოფლიო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობა